ადაპტაცია

ადაპტაცია
• ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის რელიგიური მოთხოვნილებებისა და ქმედებების სამართლებრივი რეგულირება იმგვარად, რომ არ მოხდეს მათი უსამართლოდ შეზღუდვა.
Source: ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
• გულისხმობს მნიშვნლოვანი ცვლილების განხორციელებას, რომელიც საშუალებას მისცემს პიროვნებას, უპასუხოს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მოთხოვნებს და მოერგოს საჭიროებებს; აგრეთვე, გააუმჯობესოს ჯანმრთელობა და გაზარდოს კარგად ყოფნის ხარისხი. ადაპტაცია მოიცავს შემდეგ ოთხ ძირითად სფეროს: • პიროვნების ადაპტაცია - გულისხმობს ფიზიოლოგიურ, პერცეპტულ და კოგნიტურ პასუხებს გარემოს მიმართ; • უნარ-ჩვევების, როლებისა და ოკუპაციების ადაპტირებული შეძენის ძესაძლებლობას; • ოკუპაციის ადაპტაციას, რათა მოხდეს ქმედების ხელშეწყობა; • გარემოს ადაპტაციას, რაც ნიშნავს პიროვნებისათვის მისაწვდომი პირობების შექმნას და ქმედების ფასილიტაციას (ხელშეწყობას).
Source: გელოვანი მარინა, თავართქილაძე თამარ. ოკუპაციური თერაპია/მხატვ.: ბუბა ოჩიაური - თბ.: სიესტა, 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Смотреть что такое "ადაპტაცია" в других словарях:

  • რწმენა — • რელიგიის საფუძველი. რელიგიას ხალხის (სოციუმის) რწმენა წარმოშობს. ამის გამო რწმენა, მორწმუნეობა და სარწმუნოება რელიგიისა და რელიგიურობის სინონიმებია. რწმენას ღრმა ანთროპოლოგიური საფუძვლები აქვს. ეს ის თვისებაა, რომელსაც იმედს და ნდობას ვუწოდებთ …   Georgian encyclopedia

  • იდენტურობა — ლათ. „იგივე და იგივე“, ერთი და იგივე ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ „მე“ ზე, როგორც სუბიექტურად აღქმულ რეალობასა და ინდივიდუალობაზე, რომლის მეშვეობით პიროვნება საკუთარ თავს აიგივებს (ნაწილობრივ გაცნობიერებულად და ზოგ შემთხვევებში… …   Georgian encyclopedia

  • ადაპტაციური რეჟიმები — აღნიშნული რეჟიმის მოთხოვნას შესაძლოა წარმოადგენდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნა, თუმცა, იმავდროულად, კეთილგანწყობილი ნეიტრალობის შენარჩუნება რელიგიისადმი. შესაძლოა, ადაპტაციური მიდგომა განხილულ იქნეს როგორც ურთიერთთანამშრომლობითი მოდელი… …   Georgian encyclopedia

  • არშემდგარი სახელმწიფო — • ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის სიუზან რაისის აზრით, ,,არშემდგარი სახელმწიფოები ისეთი ქვეყნებია, სადაც კონფლიქტის, არაეფექტური მართვისა, ან სახელმწიფოს დაცემის (კოლაფსის) გამო, ცენტრალური მთავრობა საკუთარი ტერიტორიის მნიშვნელოვან… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»